ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს

პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩასატარებლად ფრაქცია „ლელომ“ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და პრემიერ-მინისტრის მისვლას ითხოვენ.

პროცედურის მიხედვით, ამას 38 ხელმოწერა სჭირდება, პეტიციას უკვე მოაწერა ხელი ოპოზიციის ნაწილმა. თუმცა, როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, რეგლამენტი მსგავს გამონაკლისებს არ ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი