ვენეციის კომისიის მოსაზრება - შეფასებები

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.

კომისია ასკვნის, რომ ფარული თვალთვალის ღონისძიებები ყურადღებით უნდა იყოს ფორმულირებული და ზუსტად განმარტებული სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ. 7 ივნისს, მესამე მოსმენით მიღებული კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თავიდანვე კრიტიკის ობიექტი იყო ოპოზიციისთვის, რომელიც გუშინ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს სრულად იზიარებს. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ კანონი დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ვენეციის კომისიისგან მეტ არგუმენტაციას ითხოვს მმართველი გუნდი. უმრავლესობის წევრები შენიშვნების გაზიარებას არ აპირებენ და საშემოდგომო სესიაზე ვეტოს დასაძლევად ემზადებიან.

თამარ წიკლაური დეტალურად აგვიხსნის, რას გულისხმობს ცვლილებები კანონში მოსმენების შესახებ და როგორია მხარეთა პოზიციები.