30 წლის მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი დეტექტივი დააკავეს. პოლიციელი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მომხდარის შემდეგ თავად მივიდა. შემთხვევა წყნეთში გუშინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველს დაკავებისას ახალგაზრდამ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც პოლიციელს იარაღი შემთხვევით გაუვარდა. შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს.