გატაცება ე.წ. სასაზღვრო ზოლიდან. სამი მოქალაქე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. უკანონო დაკავება ოკუპირებულ ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან მოხდა. გატაცებულებს შორის, ერთი არასრულწლოვანი ე.წ. მესაზღვრეებმა მალევე გამოუშვეს.
დანარჩენი სამი კი, კასპის მკვიდრია. ერთ-ერთი დაკავებული გიორგი ზარიძე, ოჯახს გუშინ დაუკავშირდა.
მისი მეუღლის განცხადებით, დე ფაქტო რეჟიმს ჯარიმა ჯერ არ მოუთხოვია.