საქართველოს სამი მოქალაქე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

12:04, 10.12.2019

გატაცება ე.წ. სასაზღვრო ზოლიდან. სამი მოქალაქე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. უკანონო დაკავება ოკუპირებულ ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან მოხდა. გატაცებულებს შორის,  ერთი არასრულწლოვანი ე.წ. მესაზღვრეებმა მალევე გამოუშვეს.

დანარჩენი სამი კი, კასპის მკვიდრია. ერთ-ერთი დაკავებული გიორგი ზარიძე, ოჯახს გუშინ დაუკავშირდა.

მისი მეუღლის განცხადებით, დე ფაქტო რეჟიმს ჯარიმა ჯერ არ მოუთხოვია.

მსგავსი