შეიარაღებული პირების მიერ გატაცებულ ქართველი მეზღვაურების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი აცხადებს.
თამარ იოსელიანის ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, გემთმფლობელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. მოთხოვნები ჯერ ისევ არ არის ცნობილი. მეკობრეები ამ დრომდე არც ოჯახებს დაკავშირებიან. შეგახსენებთ, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან, ათი მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის ოთხი საქართველოს მოქალაქეა.