ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია

ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება. საქართველოს მოქალაქე გატაცებულია და მას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა 9-წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა შეუფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან „მძიმე შედეგები“ და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის. ბებუამ, 2020 წლის 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს“, აღნიშნავდა, გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროის დაწვა სცადა.