გატაცებული მოლაშქრეები ცხინვალის იზოლატორში რჩებიან

თრუსოს ხეობიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება. ახალგაზრდა მოლაშქრეებს დე ფაქტო რეჟიმი არარსებული საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

გატაცებულების ნათესავები დღეს მცხეთის პოლიციაში გამოკითხეს. მათ არ იციან როგორ უნდა გადაიხადონ გამოსასყიდი ე.წ. ჯარიმა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახლგაზრდების გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვს. ხუთკაციანი ჯგუფი, თრუსოს ხეობაში 25 აგვისტოს ავიდა. თუმცა უკან დათქმულ დროს აღარ დაბრუნდა.

რა ვითარებაში მოხდა მათი გატაცება, დეტალები უცნობია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ თრუსოს ხეობაში მაღალი ტურისტული აქტივობაა და ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია.