კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობა - გამოხმაურება

კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. განცხადება შალვა პაპუაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც განხილვის მთავარი თემა იყო კირბალში გუშინ განვითარებული მოვლენები და კანდიდატის სტატუსი.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, ევროპელი დიპლომატები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მოამბე