მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაური

მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ კავშირზეა ბერძნულ კომპანიასთან, რომლის ხომალდიდანაც მეზღვაურები გაიტაცეს. ცნობილია, რომ თავდასხმის ადგილი აფრიკაში ერთ-ერთ უსაფრთხო პორტად ითვლება, გარდა ამისა, ტანკერზე შეიარაღებული დაცვაც იმყოფებოდა.

 ოთხი მეზღვაური მეკობრეებმა ორი დღის წინ გამთენიისას გაიტაცეს. მათგან ერთი საქართველოს, ორი ფილიპინებისა და ერთი კი საბერძნეთის მოქალაქეა.