დაღუპული მეზღვაურის საქმე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიაში დაღუპულ ქართველ მეზღვაურს სამშობლოში სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს გადმოასვენებენ .

როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაბამისი ნებართვა ლიბიის პროკურატურამ უკვე გასცა, რაზეც ახლა ოფიციალური დოკუმენტიც მომზადდება. სამინისტროში ამბობენ, რომ პროცესი ლიბიის ოფიციალური უწყებების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე გაჭიანურდა.

შეგახსენებთ, ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის გადმოსვენებას ოჯახი უკვე 43 დღეა ელოდება. ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ოჯახში ვარაუდობენ, რომ საქართველოს მოქალაქე მოკლულია.

გადმოსვენების გაჭიანურების გამო, ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ კიდევ ერთხელ მიმათა.