17 ქართველი მეზღვაურის ბედი კვლავ უცნობია

17 ქართველი მეზღვაურის ბედი ისევ უცნობია. დაკარგული გემის ადგილსამყოფელს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. არსებობს ვერსია, რომ გემი მეკობრეებმა გაიტაცეს, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ გემის გაუჩინარება მეკობრეებთან კავშირში არ იყოს. გემთან კავშირი 14 აგვისტოს შეწყდა. ხომალდით დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში დიზელის საწვავი გადაჰქონდათ. ძებნის პროცესში კომპანია „ლოტუს შიფინგი“, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა ჩართული.