გართულებული ვითარება ავღანეთში

ცეცხლის შეწყვეტისკენ საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ავღანეთში არსებული სიტუაცია მძიმეა. დაჯგუფება „თალიბანი“ ქვეყნის 407 რაიონიდან უკვე 204-ს აკონტროლებს, დაკავებული აქვს მნიშვნელოვანი სასაზღვრო პუნქტებიც. ნატოს საერთაშორისო კოალიციური ძალების გასვლის პარალელურად ქვეყანაში სიტუაციის მართვის მზადყოფნას თურქეთი და რუსეთი გამოთქვამენ. თუმცა თალიბანი ავღანეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხო ქვეყნის ჯარის არსებობას სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად მიიჩნევს. მხარეებს შორის არსებულმა დაპირისპირებებმა ქვეყანაში არსებული ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება გამოიწვია – სამიზნე ამჯერად პრეზიდენტის სასახლე იყო. თავდასხმაზე ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.