გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება

საქართველოში კორონავირუსს ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ემსხვერპლა.

ბრიტანული შტამით ინფიცირებული სამი კვირის ჩვილი დღეს გარდაიცვალა. ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება კიდევ ორი ახალშობილი, რომელთაგან ერთს ინდური „დელტა“ შტამი აქვს. წინა ტალღებისგან გასხვავებით, ბავშვებში გართულებების და ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანის მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. ინფიცირებულთა დღიური მონაცემების 17-18 % სწორედ არასრულწლოვნებზე მოდის. საგრძნობლად მომატებულია ინდური შტამით დაავადებულთა რაოდენობაც, რაც ბოლო სტატისტიკაზეც აისახება. ქვეყანა მეოთხე ტალღის ზღვარზეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა ნაჩქარევი იყო. „კოვიდ-19“-ის სწრაფი გავრცელების შესაკავებლად რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდება.