თევზჭერაზე კონტროლი მკაცრდება და სფეროში ახალი რეგულაციები წესდება.
პირველივე ფაქტზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემიან ის ადამიანები, რომლებიც თევზების დასაჭერად აკრძალულ იარაღებს გამოიყენებენ. უკანონო თევზჭერის პრევენციისთვის ფინანსური სანქციები ამოქმედდება მსგავსი ტიპის იარაღების დამზადება-ტრანსპორტირების ან გაყიდვის შემთხვევებშიც. გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა სხვა აკრძალვებსაც მოიცავს.