ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის –კრაზანას შემოყვანა არ იგეგმება – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა.
სამინისტრომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გასულ წელს მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საქართველოს პირობებს მოარგოს.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში დაიგეგმა ბოილოგიური ლაბორატიის მოწყობა, სადაც მეცნიერები აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებენ.