გარემოს დაცვის სამინისტრო: „კრაზანას შემოყვანა არ იგეგმება“

15:23, 05.03.2018

ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის –კრაზანას შემოყვანა არ იგეგმება – ამის შესახებ ‬გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა.

სამინისტრომ ‭აზიურ‭ ‬ფაროსანასთან‭ ‬ბრძოლის‭ ‭ღონისძიებების‭ ‬ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გასულ წელს მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო‭ ‬‬ჯგუფი‭ ‬შეიქმნა,‭ ‬რომელმაც‭ ‬აზიურ‭ ‬ფაროსანას‭ ‬‬ბიოლოგიური‭ ‬მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება ‬გაიზიაროს‭ ‬და‭‭ ‬საქართველოს‭ ‬პირობებს‭ ‬მოარგოს.‭ ‬ ‭

სამინისტროს‭ ‬გადაწყვეტილებით, ოზურგეთის‭ ‬მუნიციპალიტეტში,‭  სოფელ‭ ‬‬ანასეულში,‭ ‬‬ნიადაგისა‭ ‬და‭ სურსათის დიაგნოსტიკის‭ ‬‬ცენტრში‭ ‬‬დაიგეგმა‭ ‬ბოილოგიური‭ ‬ლაბორატიის‭ ‬მოწყობა,‭ ‬ ‭ ‬სადაც მეცნიერები აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებენ.

მსგავსი