ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება.

ლევან დავითაშვილი მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. მოისმინა ინფორმაცია მონიტორინგის შედეგების შესახებ და სპეციალური ტექნიკა დაათვალიერა.

მიმდინარე წელს მავნებელთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის  250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფო  წელსაც მასშტაბური ღონისძიებების განახორციელებს, გაგრძელდება  აქტიური კომუნიკაცია ფერმერებთან და მოსახლეობასთან.