სამეგრელოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს

სამეგრელოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველი ეტაპი დაიწყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები და ფიტოსანიტრები, საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის პლანტაციებს და მიტოვებულ შენობებს, ფაროსანს იდენტიფიკაციის მიზნით, ათვალიერებენ. მონიტორინგი მიმდინარეობს, იქ სადაც სავარაუდოდ მავნებლის მაღალი მაჩვენებელია. პარალელურად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს.