შეხვედრა ფაროსანასთან ბრძოლის გზებზე

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას გაეცნენ. უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფებიან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა. ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ დასავლეთ საქართველოში მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის მუშაობას, მონიტორინგის სისტემას, ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს. დაათვალიერეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შეხვდნენ ფერმერებს აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც მავნებელი არ არის გავრცელებული, თუმცა მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.