ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით მოსახლეობაში ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შეხვედრები გაიმართა ანაკლიისა და განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ადგილობრივებს უსაფრთხოების იმ ნორმებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების პერიოდში უნდა იყოს დაცული.

შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებების პერიოდში მნიშვნელოვანია ყველა პრევენციული ზომის მიღება. მოსახლეობა ამბობს, რომ მექანიკური მეთოდების გატარების პარალელურად, ინტენსიურად წამლავენ საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიებს, რაც მავნებლის რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – farosana.ge და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე. ასევე მოქმედებს სამინისტროს ცხელი ხაზი: 15-01.