მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში სხვადასხვა თემატური აქტივობა გაიმართა. მთავარი ღონისძიება კი კრწანისის ტყე-პარკში მოეწყო, სადაც ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოს დამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიებაზე საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. 2021 წელი, გაერო-ს ინიციატივით, ეკოსისტემების აღდგენისა და ბუნების დაცვის წლად არის გამოცხადებული.
კესო ქაფიანიძის სიუჟეტი.