ბაღები სკვერები და პარკები დაცული იქნება კანონით. ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება, დღეს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთეს. კახა კუჭავას განმარტებით, გაჩნდება ახალი ტერმინი “მწვანე ხაზები”, რომელიც დაიცავს აღნიშნულ ტერიტორიებს კაპიტალური მშენებლობისგან.
კანონმდებლების თქმით, დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც იმუშავებს გამწვანებული ტერიტორიების საკითხზე და ნებისმიერ მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება მიმართოს მას.