გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა

გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი გახდა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია – მიმდინარეობს ექსპერტიზა. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე, 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ლექსო ლაშქარავას კოლეგები დილიდან საქმის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

მოამბე