ხმაურია ამ წუთებში გარდაბნის საავადმყოფოსთან. სოფელ ნაზარლოში გარდაცვლილი სამირა იუსუბოვას ოჯახის წევრები და ახლობლები ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. 33 წლის ორსული გუშინ გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ რვა თვის ორსული გუშინ საღამოს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ახლობლები განმარტავენ, რომ პაციენტს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მედიკამენტი დაალევინეს და სახლში გაუშვეს. თუმცა, ქალი მოგვიანებით კვლავ შეუძლოდ გახდა, მას სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, რის გამოც, ისევ სამედიცინო დაწესებულებაში დააბრუნეს. მოგვიანებით კი ოჯახს საავადმყოფოში უთხრეს, რომ ნაყოფი ცოცხალი აღარ იყო და პაციენტის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი უკვე სახლშია გადასვენებული. ახალგაზრდა ქალის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.