იუსტიციის სახლის გახსნა

სახელმწიფო და კერძო სექტორის 450 სერვისით სარგებლობა უკვე გარდაბნის მცხოვრებლებს შეეძლებათ. იუსტიციის მინისტრმა 26-ე იუსტიციის სახლი გახსნა. ღონისძიებას პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული – სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე წყვილებს საშუალებას აძლევთ, ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ.

მოამბე

დატოვე კომენტარი