გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა გამოკითხვაზე იმყოფება. გაიოზ ჩარკვიანი შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვს, ის ექიმებს ადანაშაულებს უყურადღებობაში და აცხადებს, რომ ამის მტკიცებულებები არსებობს. მან სარჩელი პროკურატურაში 7 ოქტომბერს შეიტანა. 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.