გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოვარდნილი წყლისაგან დაზიანებული სახლების აღდგენისთვის, დაპირებული კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ. კრწანისელები ამტკიცებენ, რომ სანიაღვრე არხები ისევ გასაწმენდია და ძლიერი წვიმის შემთხვევაში, შესაძლოა, მათი საცხოვრებელი ისევ წყალმა დაფაროს.
გარდაბნის მერის განმარტებით, ზარალის დათვლა დასრულებულია და შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისტროებში განიხილება. მისივე განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია და ახლა შიდა ქუჩების აღდგენა მიმდინარეობს.