განმარტებები მუნიციპალურ აუზთან დაკავშირებით

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სპორტულ ცენტრ „იმედის“ აუზში ბავშვები და მწვრთნელები ქლორის გადაჭარბებული რაოდენობით მოიწამლნენ, თბილისის მერი სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს. მისი განმარტებით, ვიდეო ზაფხულშია გადაღებული და აუზში სინამდვილეში წყლის სინჯის ასაღებად სპეციალისტები იყვნენ ჩასულები.

მერიაში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ინტოქსიკაციის შედეგად ბავშვები სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს. ერთ-ერთი მწვრთნელი კი აცხადებს, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, მოიწამლა 50 ბავშვი, თუმცა, მათ სახლებში უმკურნალეს.