განახლებული „პირადი ექიმი“, „ფერმა“, „ჰოპლა! - ჩვენ ვცოცხლობთ“ და „ილუზიონი“ პირველ არხზე
13 ნოემბრიდან ახალ სეზონს იწყებს პირველ არხზე პირადი ექიმი მარი მალაზონია. ყოველ დღე დილის 10 საათზე მიიღეთ ყველაზე აუცილებელი ინფორმაცია მედიცინაზე.
ეთერს ახალი, მე-8 სეზონით უკვე დაუბრუნდა გადაცემა ფერმა . ყოველ კვირას სოფლის მეურნეობის აქტუალური და აუცილებელი მიმართულებები 12 საათსა და 15 წუთზე გელოდებათ პირველზე.
ამავე დროს, ოღონდ შაბათს, 12 საათსა და 15 წუთზე თეატრი, უკვდავი ხელოვნება გადაცემაში ჰოპლა! – ჩვენ ვცოცხლობთ.
შაბათ საღამოს კი, კინოხელოვნების გამორჩეული ნამუშევრები განახლებულ ილუზიონში გელოდებათ.