განახლებული „პირადი ექიმი“, „ფერმა“, „ჰოპლა! - ჩვენ ვცოცხლობთ“ და „ილუზიონი“ პირველ არხზე

13 ნოემბრიდან ახალ სეზონს იწყებს პირველ არხზე პირადი ექიმი მარი მალაზონია. ყოველ დღე დილის 10 საათზე მიიღეთ ყველაზე აუცილებელი ინფორმაცია მედიცინაზე.

ეთერს ახალი, მე-8 სეზონით უკვე დაუბრუნდა გადაცემა ფერმა . ყოველ კვირას სოფლის მეურნეობის აქტუალური და აუცილებელი მიმართულებები 12 საათსა და 15 წუთზე გელოდებათ პირველზე.

ამავე დროს, ოღონდ შაბათს, 12 საათსა და 15 წუთზე თეატრი, უკვდავი ხელოვნება გადაცემაში ჰოპლა! – ჩვენ ვცოცხლობთ.

შაბათ საღამოს კი, კინოხელოვნების გამორჩეული ნამუშევრები  განახლებულ ილუზიონში გელოდებათ.