ფოთის მერია საზღვაო სეზონს დღეიდან ოფიციალურად ხსნის, რომელსაც ქალაქი განახლებული სანაპიროთი ხვდება. 12 საათიდან მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პლაჟის თამაშებში – ფეხბურთში, ფრენბურთსა და რაგბიში. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები, საღამოს კი მალთაყვის სანაპიროზე გალა კონცერტი გაიმართება. აქტივობების დასრულებამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მალთაყვის სანაპიროს მიმართულებით უფასოდ იმოძრავებს. ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლზე მოეწყო ახალი საჩრდილობლები, საშხაპეები, სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. განახლდა სველი წერტილები.