მალთაყვის აკვატორია და ფოთის ტურისტული პოტენციალი

21:20, 17.11.2024

მალთაყვის მდიდარი აკვატორია და ფოთის ტურისტული პოტენციალი – საპორტო ქალაქში ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა სავარჯიშო, საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს აერთიანებს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პროექტი, რომლის ღირებულებაც შვიდ მილიონ ლარამდეა, ფოთში საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის წინაპირობა გახდება. სპორტული ბაზა დღეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ დღესვე ლიცენზიის მქონე თევზსაჭერი გემებიც ნახა და ფოთის მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო.

მსგავსი