ბოლო დროის გახმაურებული საქმის ერთი ეპიზოდის ხუთთვიანი განხილვა დასრულებულია.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექვსივე არასრულწლოვანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. მათ ძალადობაში ედებათ ბრალი. მოსამართლე სასჯელის ვადებს 20 ნოემბერს გამოაცხადებს, მოკლულის ოჯახი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზარა პროკურატურის ვერსია, რომლის მიხედვით ბრალდებულებმა საბედისწერო ღამეს არაგვის ხიდზე შაქარაშვილზე და მის თანმხლებ პირებზე იძალადეს. არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვების ეტაპზე არცერთ ბრალდებულს წარდგენილი ბრალი არ უღიარებია. ექვსიდან ორი არასრულწლოვანი მკვლელობის ეპიზოდშიც ფიგურირებს.