სწორედ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული და უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი კი დღეს სასამართლოს წინაშე წარდგა.
ვეფხია ბაქრაძეს, რომელმაც, გამოძიების ცნობით, 25 წლის გერს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ერთდღიანი ძებნის შემდეგ დაკავებულს პროცესზე არაფერი უთქვამს. მათ შორის არც იმ სითხეზე, რომელიც საზარელი მკვლელობის ადგილზე აღმოაჩინეს. პროკურატურა დანაშაულის მოტივთან ერთად ახლა იმის დადგენასაც ცდილობს, რა მიზნით მიიტანა ბაქრაძემ საწვავი ნივთიერება ბარნოვის 77 ნომერში.