საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი

ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება. ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ამერიკის შეერთებული შტატები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს დაკავებულის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც. საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, საგანგებოდ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც. სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დღეს ექიმის ოჯახში იმყოფებოდა და პირადად გაესაუბრა დაკავებულის ახლობლებს.

რაც შეეხება თავად ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობას, „მოამბე“ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგას ესაუბრა, რომელსაც ინფორმაცია იმ პირებმა მიაწოდეს, ვინც საკანში დაკავებულ ექიმთან ერთად იმყოფებოდა.

ვაკო ორმოცაძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი