სააპელაციო სარჩელი დავით კირკიტაძის საქმეზე

დავით კირკიტაძისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების გასაჩივრებაზე მისი ადვოკატები დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში შეიტანენ განაცხადს. უფლებადამცველები არ ეთანხმებიან გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის დავით ნარიმანიშვილის გადაწყვეტილებას. ადვოკატების შეფასებით, კირკიტაძის დაკავება და მისთვის წინასწარი პატიმრობა პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული.

გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება და ის 17 დეკემბერს დააკავეს. აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ 20 დეკემბერს გამოაცხადა, რითაც ბრალდების მხარის პოზიცია დააკმაყოფილა.