ემოციური კადრები და უკანასკნელ გზაზე ტაშით გაცილება – საზოგადოება დღეს სოსო ჯაჭვლიანს დაემშვიდობა.
„ნატვრის ხეში“, „ფესვებში“ და კიდევ არაერთ ფილმში შექმნილი გამორჩეული სახეების გამო მაყურებელმა ის განსაკუთრებით შეიყვარა. თავად ქმნიდა ფილმებს და წერდა სცენარებს, იყო არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი.
სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობდა, სადაც მის ხსოვნას პატივი მსახიობის ახლობლებმა, კოლეგებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს. ტაძარში იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.