გამოსახლების პროცესი კეკელიძის ქუჩაზე

ხატიაშვილების ოთხსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი ხმაურის და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. დაკავებულია 20 ადამიანი. ხატიაშვილების საკუთრებაში არსებული 108 კვადრატული მეტრი ფართის ბინა აუქციონზე გაიყიდა და ის იმ მევახშემ იყიდა, რომლისგანაც გამოსახლებულებმა თანხა წლების წინ ისესხეს. დაზარალებულთა ისტორია 2008 წლიდან იწყება, როცა ბინის მეპატრონემ საქართველოს ბანკიდან 20 000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო, სამსახურის დაკარგვის და სესხის დროულად ვერ დაფარვის გამო 2013 წელს ურთიერთობა უკვე კერძო მევახშესთან გაგრძელდა. ხატიაშვილები აღსრულების ბიუროს უსამართლო გადაწყვეტილებაში და გასახლების დროს ძალადობრივი ქმედებების გამოყენებაში ადანაშაულებენ. ოჯახს პრეტენზიები აქვს მევახშესთანაც.

კეკელიძის ქუჩაზე დღეს განვითარებული მოვლენებით სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდება.