სტუდენტების ნაწილის პროტესტი

სტუდენტური მოძრაობის წევრები ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია – შეჩერდეს სწავლების პროცესი და გაიფიცნონ უნივერსიტეტის თანამშრომლები იქამდე, სანამ კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული ლექტორი, აკაკი ჩიქობავა და მასთან ერთად მყოფი გიორგი ხასაია არ გათავისუფლდებიან.

სტუდენტების მოთხოვნებს შორის იყო შეხვედრა რექტორთან, რომელიც ჯერჯერობით ვერ შედგა. თუმცა, დილიდან ჯაბა სამუშიამ რამდენიმე შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან და პროფესორებთან გამართა.

რა საკითხებზე ისაუბრეს აღნიშნულ შეხვედრაზე და როგორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია, გენო ოსიყმაშვილი მუშაობს თემაზე და მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ.