ჩიქობავა და ხასაია გირაოთი გათავისუფლდნენ

21:10, 03.02.2024

კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქალაქო სასამართლომ თითოეულ მათგანს 3 000 ლარის გადახდა დააკისრა. პროკურორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა მიყენებული ზარალი აანაზღაურეს, აღარ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები.

აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას მიმდინარე აქციის დროს აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს. სისხლის სამართლის წესით დაკავებულები ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

მსგავსი