სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე აქციის დროს დაკავებული სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. თითოეული მათგანი 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდა. სასამართლომ ასევე იმსჯელა ხუთი პირის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზეც. სხდომაზე მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოიკვლიეს, რის შემდეგაც სხდომები 9 თებერვლამდე გადაიდო.

შეგახსენებთ, 23 იანვარს თბილისში კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები მარინა ხატიაშვილის ბინიდან გამოსახლებას აპროტესტებდნენ. გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 18, სისხლის სამართლის კოდექსით კი ორი პირი დააკავეს.