მანქანის მოწყობილობა, რომლის არ არსებობა ჰაერში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების დაგროვებას იწვევს.
უკვე წლებია, იგვიანებს იმ რეგულაციის ამოქმედება, რომელიც ავტომობილების მფლობელებს კატალიზატორის დამონტაჟებას ავალდებულებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მანქანების დიდი ნაწილიდან მითითებული მოწყობილობა საკმაოდ მაღალი ფასის გამო ამოღებულია. ტექნიკური ინსპექტირების გავლის დროს კატალიზატორის არსებობის ვალდებულება 2025 წლიდან ამოქმედდება. შესაბამისი უწყებები მძღოლებს აფრთხილებენ, რომ ძვირადღირებულ, თუმცა ჰაერის არ დაბინძურებისთვის აუცილებელი მოწყობილობის შეძენაზე ზრუნვა უკვე დაიწყონ.