თურქეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თურქეთის პრეზიდენტი მკურნალობის კურსს გადის.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ოფიციალურ მიზეზად ინფექციური გასტროენტერიტი სახელდება. ერდოღანს აქტივობების შეწყვეტა საარჩევნო კამპანიის დროს მოუხდა. სამ კვირაში თურქეთის მოქალაქეები ახალ პრეზიდენტს და პარლამენტს ირჩევენ. მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი ოპოზიციონერი ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლია. ჯერ უცნობია, როდის განაგრძობს ქვეყნის პირველი პირი საარჩევნო კამპანიას. ეკონომიკური გამოწვევების, ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების, შიდა პოლიტიკური დაძაბულობის და სადავო რეფორმების ფონზე პროგნოზების გაკეთება ჯერ საკმაოდ რთულია – კვლევების მიხედვით, ერდოღანის რეიტინგი ოპოზიციონერი კანდიდატის მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება.