5 ივლისს, მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვები გრძელდება. დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა „ფორმულას“ ჟურნალისტს ლუკა ხაჩიძეს. სამმართველოში შევიდა „ფორმულას“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიაც, რომელსაც ასევე დაზარალებულის სტატუსი უნდა მიანიჭონ. თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან „რუსთავი ორის“ ჟურნალისტი და ოპერატორი. მათი ადვოკატის განცხადებით, დღეს ოპერატორთან მიმართებით ვიდეომტკიცებულებების შესწავლა მოხდება, ხოლო ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება. სამმართველოში კიდევ რამდენიმე მედიის წარმომადგენელია დაბარებული.