„თურქული ისლამური ხელოვნების გამოფენა“ – ამ სახელწოდების ექსპოზიციას მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გამოფენაზე წარმოდგენილია ბურსას მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და პროფესიული განათლების ცენრის მოსწავლეების ნამუშევრები. მათ შორის ისეთი დარგებიდან როგორებიცაა ფაიფური, ებრუ, კალიგრაფია და ხალიჩის ქსოვა.
გამოფენა 13 აპრილამდე გაგრძელდება.