გამოფენა „ანაბეჭდი“

„არტ გალერი ლაინი“ „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილ გამოფენას მასპინძლობს.

„ანაბეჭდი“ – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც 12 ნამუშევარს აერთიანებს. მხატვარი სერგო თბილელი სქრინპრინტინგის ტექნოლოგიის გამოყენებით ნამუშევრების შექმნაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. დამთვალიერებელი გამოფენის ფარგლებში მხატვრის მიერ ახალი ტექნიკით შესრულებულ შოთა რუსთაველის პორტრეტსაც იხილავს. ექსპოზიცია „არტ გალერი ლაინში“ 30 იანვრამდე იქნება წარმოდგენილი.