გერმანია საიმიგრაციო წესებს ამკაცრებს. სამი წლის შემდეგ პირველად, ლაიფციგიდან ავღანეთში მიგრანტების დეპორტაცია მოხდა. საუბარია სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ 28 ადამიანზე. ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, „თალიბანის“ მმართველობის ქვეშ მყოფ ავღანეთში 2021 წლიდან მიგრანტების დეპორტაცია შეჩერებული იყო. თუმცა მოცემულობა ბოლო პერიოდში გერმანიაში გახშირებულმა თავდასხმებმა შეცვალა. გერმანიაში მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო დაპირებების ერთ-ერთი მთავარი ხაზი სწორედ საემიგრაციო კონტროლის გამკაცრებაა.