საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით, საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს. სამდღიანი ტრენინგი ფოთში ჩატარდა. სასწავლო კურსს ამერიკელი სპეციალისტები უძღვებოდნენ.

ტრენინგის მიზანი კი უკანონო მიგრაციასთან ბრძოლისა და უსაფრთხოების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება იყო. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სწავლება ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

დატოვე კომენტარი