აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკა

მძიმე ფოტოები ამერიკა-მექსიკის საზღვრიდან, რომლებმაც საიმიგრაციო პოლიტიკის გარშემო ცხარე დისკუსია გამოიწვია.

დემოკრატი კონგრესმენის, ჰენრი კუელარის ცნობით, ტეხასის შტატში არასრულწლოვან მიგრანტებს პანდემიის დროს გადატვირთულ საიმიგრაციო სასაზღვრო ცენტრებში უწევთ ყოფნა. ჯო ბაიდენს ოპონენტები საიმიგრაციო პოლიტიკის შემსუბუქების გამო არალეგალური მიგრაციის ზრდაში ადანაშაულებენ. სააგენტო „როიტერის“ მიერ მოპოვებული მონაცემებით, ამჟამად აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე მდებარე დროებით ცენტრებში ხუთი ათასზე მეტი არასრულწლოვანი მიგრანტი იმყოფება. ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ ძალადობასა და დევნას გამოქცეული და საზღვარზე ზრდასრულთა თანხლების გარეშე გადმოსული არასრულწლოვნები მიიღოს – ასეთია თეთრი სახლის პასუხი.